გადადი კონტენტზე
თბილისში 1–3 დღე · რეგიონებში 3–7 დღე

ჩვენ შესახებ

Nitchiani

Nitchiani ბრენდი 2021 წლიდან არსებობს, ონლაინ მაღაზია კი — 2026 წლიდან. ვყიდით ხელოვნურ თმას აფრო ხვეულებისა და ნაწნავებისთვის — და ყველაფერს, რაც მათ მოვლას სჭირდება.

რას გთავაზობთ

ხელოვნური თმა ხუჭუჭებისა და ნაწნავებისთვის. თმის მოვლის საშუალებები — ლივ-ინ კონდიციონერები და თმის ცვილი. ატლასის ბონეტები და დურაგები თმის დასაცავად.

რატომ Nitchiani

საქართველოში ასეთი პროდუქტების პოვნა რთულია — უმეტესობას საზღვარგარეთიდან შემოაქვს, კვირების ლოდინითა და მიწოდების დამატებითი ხარჯით. ჩვენთან მარაგი თბილისშია: შეკვეთა თბილისში 1–3, რეგიონებში 3–7 სამუშაო დღეში მოგდის, ლოდინისა და საბაჟოს გარეშე.

მიწოდება და გადახდა

მიწოდება მთელ საქართველოში, კურიერით — თბილისში 1–3 სამუშაო დღეში, რეგიონებში — 3–7 დღეში. გადახდა ბანკის ბარათით. თბილისში ადგილზე გამოტანაც შესაძლებელია, წინასწარი შეთანხმებით — მისამართს შეკვეთის გაფორმებისას ნახავ.

დაბრუნება

თუ პროდუქტი არ მოგეწონა, ფერი მოსალოდნელს არ დაემთხვა ან ვიზუალური წუნი აღმოაჩინე — 24 საათის განმავლობაში აბრუნებ. თმის დაბრუნება შეფუთვის გახსნის შემდეგაც შეიძლება, თუ არ არის გამოყენებული — არ დაგიწნავს. ჰიგიენური მიზეზების გამო გახსნილი მოვლის საშუალებები, მაგალითად ცვილი ან კონდიციონერი, არ ბრუნდება.

დაგვიკავშირდი